იმ პირთა შორის, ვისაც ამნისტია შეეხება, დომინანტი ნარკოტიკების მომხმარებლები და ნარკოტიკულ დანაშაულისათვის მსჯავრდებულები არიან - სარჯველაძე
პოლიტიკა - 18:14, 28 Dec, 2020     1082

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ , მიხეილ სარჯველაძემ ამნისტიაზე საუბრისას განაცხადა , რომ იმ პირთა შორის, ვისაც დაგეგმილი ამნისტია შეეხება, დომინანტი ნარკოტიკების მომხმარებლები და ნარკოტიკულ დანაშაულისათვის მსჯავრდებულები არიან.

მისივე განმარტებით, ამნისტია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ 800-მდე თავისუფლებააღკვეთილ პირს შეეხება. ამ მსჯავრდებულთაგან კი, 680-მდე პირი სასჯელს “სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისათვის იხდის.

“წარმოდგენილი ინიციატივა შეეხება 260 მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, გარდა რეალიზაციისა. იყო ინიციატივა და დიდი თხოვნაა, რომ ამნისტია მეექვსე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულსაც შეეხოს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება ძალიან რთულია. პირადად მგონია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული გაბედული ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია. ეს შეიძლება, რადგან დღეს სახელმწიფო იმდენად ძლიერია, რომ საკუთარ თავს ასეთი ჰუმანური აქტის განხორციელების ფუფუნება მისცეს. ამ წუთას ამის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

აქვე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42