ვითიბი ბანკის დაფინანსებით საქართველოში ამერიკული მარცვლეულის იმპორტი განხორციელდა
პოლიტიკა - 15:55, 28 Dec, 2020     850

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 27000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლისა და 4000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული სოიოს შროტის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული შესაძლებელი გახდა შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ კომპანია Land O’lakes შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც, ფოთში შემოვიდა ამერიკული საქონლით დატვირთული გემი. ამერიკული ხორბლის იმპორტი საქართველოში, შესაძლებლობას მისცემს წისქვილ-კომბინატებს, საბაზრო ფასად შეიძინონ და გადაამუშავონ მაღალი ხარისხის ხორბალი.

ამერიკული ხორბლის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს დახმარების პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამიდან მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოში ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერასა და დაფინანსებას.

აღსანიშნავია რომ, ვითიბი ბანკის სრული დაფინანსებით, წელს, 2004 წლის შემდეგ, ამერიკული მაღალი ხარისხის ხორბლის საქართველოში იმპორტი მეორეჯერ განხორციელდა. პირველად ანალოგიური ტრანზაქცია, ბანკის ფინანური მხარდაჭერით, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალსა“ და ამერიკულ მხარეს შორის 2019 წელს შედგა.

მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის პარტნიორობით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტი უკვე მეორეჯერ განხორციელდა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ შეთანხმება მხარეებს შორის კვლავ წარმატებით დასრულდება და საქართველოში კიდევ შემოვა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესისი დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ

„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა - აღნიშნული პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია ხორბლის საიმპორტო წყაროების დივერსიფიცირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, რეგიონალურ ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, არსებობს ხორბლის მოწოდების შეზღუდვის მოლოდინი.

უკვე მეორე წელია, ვითიბი ბანკი და კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ თანამშრომლობენ ამ მიმართულებთ, მთლიანი ჯაჭვის დაფინანსება ხდება სავაჭრო დაფინანსების ფარგლებში, რაც გაცილებით ამარტივებს აშშ-დან საქონლის შემოტანას და გაყიდვის პროცესს.

მნიშვნელოვანია რომ, ხორბლის გაყიდვებიდან მიღებული თანხები, მოხმარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს. გვსურს, მადლობა გადაუხადოთ ამ გარიგებაში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის აშშ-ს და საქართველოს მთავრობებს და აშშ-ს საელჩოს საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42