"ელენე ხოშტარია ქართული პოლიტიკის შენაძენი და ერთ-ერთი გამორჩეული სახეა" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ხოშტარიას გადაწყვეტილებას პარტია "ევროპული საქართველოს" დატოვების შესახებ.
"ელენე ხოშტარია ერთ-ერთი გამორჩეული სახეა პოლიტიკაში და ის დიდი შენაძენია ქართული პოლიტიკისთვის. ჩემთვის ელენეს ეს გადაწყვეტილება არ არის უცნაური, რადგან ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ზოგადად ჩვენს პოლიტიკურ სპექტს სერიოზული განახლება სჭირდება, რათა ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი და საზოგადოებას რეალური ალტერნატივა შევთავაზოთ" - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს. თავად ხოშტარია დღის მეორე ნახევარში გააკეთებს კომენტარს. ბრიფინგი "ევროპულ საქართველოში" 15:30 წუთზეა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






