გაფართოვდეს ამნისტიის პროექტის ფარგლები ნარკოტიკულ დანაშაულზე - EMC-ის მოწოდება პარლამენტს
პოლიტიკა - 12:02, 28 Dec, 2020     717
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას ეხმიანება და პარლამენტს მოუწოდებს, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ნარკოდანაშაულზე კანონპროექტის ფარგლები გააფართოვოს:


EMC-ის ცნობით, მნიშვნელოვანია კანონპროექტისთვის საბოლოო ფორმის მიცემის პროცესში, გათვალისწინებული იყოს შემდეგი გარემოებები:
მოქმედი კანონმდებლობა ნარკოტიკულ დანაშაულთა უმეტესობაზე არ განსაზღვრავს საწყის ოდენობებს. ამგვარ ნივთიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს შენახვა, შეძენა თუ გადაცემა, ისჯება არაპროპორციულად მაღალი სანქციებით. აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობის პირობებში, შესაძლებელია განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვალოს ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რასაც პირადი მოხმარების მიზნით ფლობდა მსჯავრდებული. აქედან გამომდინარე, მათ შორის, ერთი შეხედვით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც (კონკრეტულად კი სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა) საჭიროებს ამნისტირებასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის შეფარდებული სანქციების თუნდაც ნაწილობრივ შემცირებას (ეს განსაკუთრებით ლოგიკურია იმის ფონზე, რომ ამ კანონპროექტით, ამნისტია ეხებათ უვადოდ მსჯავრდებულებსაც); მართალია, პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების გადაგზავნა/გადაზიდვისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუმცა აბსოლუტურად გამორიცხავს ამნისტიის გავრცელებას 262-ე მუხლზე - ნარკოტიკული საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოტანა/გატანაზე.[3] აღნიშნული ქმედებაც აგრეთვე შესაძლოა გულისხმობდეს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით მასზეც გავრცელდეს ამნისტია; კანონპროექტში მთლიანად იგნორირებულია 265-ე მუხლი - ნარკოტიკის შემცველი მცენარის მოყვანა, დათესვა, კულტივაცია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ისეთ ქმედებებზე, სადაც არ იკვეთება გასაღების მიზანი, აგრეთვე უნდა გავრცელდეს ამნისტია; კანონპროექტით, სამოქალაქო უფლებები უნდა აღუდგეს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირებს, ვისაც ამნისტია შეეხება. ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან არსებული რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლების შემდეგაც ვერ სარგებლობენ სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში დასაქმების ან სხვა პროფესიული უფლებებით. აღნიშნული მნიშვნელოვნად ამძიმებს მათ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და ართულებს რესოციალიზაციის პროცესს. თუმცა, აუცილებელია სამოქალაქო უფლებები აღუდგეს ასევე იმ პირებს, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის უკვე გათავისუფლდნენ სასჯელისგან, თუმცა მათ მიმართ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა ჯერ კიდევ მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ერთპარტიულ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეს იწყება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42