ახლა შევდივართ უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში - დეკანოიძე ენმ-ს თავმჯდომარედ მელიას წარდგენაზე
პოლიტიკა - 20:48, 27 Dec, 2020     1949

"ერთიანი ნაციონაური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას წარდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სწორედ ახლა იწყება გადამწყვეტი ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო:

„ხალხმა გადაწყვიტა, ვინ უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ელექტრონული არჩევნების შედეგად სწორედ ნიკა მელია დამტკიცდა. ამიტომ, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელზეც დღეს ნიკა მელიამ ისაუბრა და რომელიც მოიცავს ერთ მნიშვნელოვან მიზანს-ეს არის ის, რომ პარტია უნდა იყოს ღია და მიმზიდველი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა აუცილებელია იმ ძალიან მძიმე საფრთხისგან, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.

რაც შეხება ზოგადად პარტიის პრინციპებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრინციპი რჩება ჩვენი ქვეყნის განვითარება, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი - ახლა შევდივართ უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში, როდესაც ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს იმ რეჟიმს, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ, ნიკა მელიას თავმჯდომარედ არჩევა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის წარმატებით გაართმევს თავს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად წარადგინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42