ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გააცნობიეროს, მას ძალიან ფართო კომპრომისის სივრცე აქვს - დეკანოიძე
პოლიტიკა - 19:29, 27 Dec, 2020     1114
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება არ შედგება, პარლამენტში ოპოზიციის შესვლა გამორიცხულია.

დეკანოიძის განმარტებით, არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მას კომპრომისისთვის მეტი სივრცე აქვს:

„ალბათ, ბატონი არჩილ თალაკვაძე საუბრობს იმას, რაც ძალიან უნდა ბიძინა ივანიშვილს და ყოველთვის ასე იყო. მინდა, ჩვენი პარტიის და ბლოკის სახელით დაგარწმუნოთ, ასევე თავს უფლებას მივცემ და მთელი ოპოზიციური სპექტრის სახელით ვიტყვი, რომელმაც უარი თქვა მანდატზე, არავითარ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცლება, თუ არ მოხდება ის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც წარდგენილი გვაქვს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების მხარეს, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის და კომპრომისისთვის მათ უფრო მეტი სივრცე აქვთ. გარწმუნებთ, არავინ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. თუ 2-3 ადამიანი შევა, ვინც საუბრობდა, ეს არაფერს შეცვლის.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ბოლომდე გააცნობიეროს. მას ძალიან ფართო კომპრომისის სივრცე აქვს, მოვიდეს კეთილგონივრული წინადადებით, რადგან ამ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი ეკონომიკური, ჯანდაცვის და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, თუ ოდნავ მაინც კეთილგონივრულ ჭრილში მიუდგებიან, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან დათმობა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გნაცხადა, რომ ოპოზიცია მალე შევა პარლამენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42