"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევის ამ უნიკალური სისტემით პარტია ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს. როგორც ბარამიძე აღნიშნავს, ენმ-ს განვითარების ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია:
"ძალიან სასიამოვნოა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს. მისი თავმჯდომარის არჩევა არა ყრილობის მიერ მოხდა, არამედ ეს პროცესი მიხეილ სააკშვილის ინიციატივით ელექტრონული ფორმით ჩავატარეთ და ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და გულშემატკივარს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ. ორ ღირსეულ კანდიდატს შორის, სახალხო კენჭისყრით ნიკა მელია აირჩა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. წინ გვაქვს მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უზურპატორი რეჟიმის წინააღმდეგ.
ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლების უზურპაციის შელამაზებას ცდილობს. უნდა წარმოაჩინოს, ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიდის. ისინი ცდილობენ, თავიანთი სურვილები რეალობად წარმოაჩინონ, მაგრამ ყველა პარტია კონსოლიდირებულია, რომ ამ მარიონეტულ პარლამენტში არ შევიდეს", - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართა, სადაც ნიკა მელია პარტიის ახალი თავმჯდომარედ ოფოციალურად წარადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები






