ნიკა მელია: "დასრულდა დახურულ კარებს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებების ეპოქა!"
პოლიტიკა - 18:15, 27 Dec, 2020     1293
როგორც დღეს გამართულ ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიაში ახალი და გამჭირვალე პროცესები დაიწყება.

"გაყალბებული და მოპარული არჩევნების შემდეგ, დიდი იყო სასოწარკვეთის, იმედის დაკარგვის, ხელების ჩამოშვების რისკი! იმ განცდის და შეგრძნების რისკი, რომ აღარაფერს აქვს აზრი! მაგრამ მიუხედავად დიდი ცდუნებებისა, დიდი მუქარებისა, აზრთა დიდი სხვადასხვაობისა - ჩვენ გავუძელით, ჩვენ არ შევედით ცირკად ქცეულ პარლამენტში, ჩვენ არ ვაამეთ უზურპატორს და ეს, ჩვენზე მეტად, თქვენი ნების ურყევობის და გულმხურვალე პატრიოტიზმის დამსახურებაა!

ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრი ამგვარი რამ მოხდება და ყოველთვის თქვენ უნდა დაგვეხმაროთ ან თუნდაც გვაიძულოთ, ვიყოთ ისეთივე ერთიანები და მტკიცეები, როგორებიც ვართ დღეს - საპარლამენტო ბოიკოტისას!

ჩვენთვის მთავარია თქვენი ხმა, თქვენი აზრი, თქვენი ხედვა და თქვენი სურვილები, უმთავრესი მიზანი კი - ერთიანი, ევროპული და მდიდარი საქართველოა. საქართველოა, რომელიც გამორჩეული და საინტერესო ადგილია მთელ მსოფლიოში, სადაც იქმნება მნიშვნელოვანი ინტელექტუალური, სამეცნიერო, კულტურული და ტექნოლოგიური ღირებულებები. საქართველო, რომელიც მაგალითია იმისი, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში პატარა ქვეყანა დიდ განვითარებასა და პროგრესს აღწევდეს.

ჩვენი დამოკიდებულებები იგივე დარჩება, როდესაც ჩვენ ვიქნებით სახელისუფლებო პარტია, კოალიციური თუ ნებისმიერი სხვა ფორმით,

ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ძვირფასო მეგობრებო! ერთად ჩვენ დავწერთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის საუკეთესო ფურცლებს!" - აღნიშნა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42