რა რეფორემბის განხორციელებას აპირებს ენმ-ს ახალი თავმჯდომარე?
პოლიტიკა - 18:14, 27 Dec, 2020     1290

"დღეიდან ჩვენ გთავაზობთ, დავნერგოთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მეტი დემოკრატიულობის, მეტი გახსნილობის და მეტი ჩართულობის მიმართულებით" - ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ყრილობის დელეგატებს.

მელიამ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც აპირებს

"1. ეს არის ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება. ჩვენი ოფისები გახდება გარემო სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს იდეით, იმუშაოს მის განვითარებაზე, მიიღოს ჩვენი მხარდაჭერა.

ანალოგიურად, განახორციელოს იგივე ვირტუალურად - ჩვენს მიერ შექმნილ შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე.

2. წახალისებული და მხარდაჭერილი იქნება ნებისმიერი საინტერესო პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის, პოლიტიკური თანასწორობის, კანონის უზენაესობის და თავისუფალი ეკონომიკის განვითარებას.

3. ნაციონალური მოძრაობის ოფისები ჩამოყალიბდება არა პარტიული ბიუროკრატიის ნაწილად, არამედ მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრებად. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დასჭირდება თანადგომა, პრობლემის მოგვარება, კონკრეტული საკითხის გარკვევა, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ მათ დასახმარებლად.

4. და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი - თქვენი ჩართულობის გაზრდის და გაძლიერების მიზნით ნაციონალური მოძრაობა გადადის ხალხის მიერ დაფინანსების საჯარო და მონაწილეობით მოდელზე, თითოეულ თქვენგანს, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ ნაციონალური მოძრაობის დელეგატი (წარმომადგენელი) სიმბოლური შენატანის გზით და ერთის მხრივ მონაწილეობა მიიღოთ პარტიის უშუალო მართვაში ჩვენს გადაწვეტილებებზე ხმის მიცემით, და მეორეს მხრივ, პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღების გზით.

ეს არის სრულიად სიმბოლური სვლა ახალი კულტურის დასანერგად, რომლისთვისაც, ჩვენი ღრმა რწმენით, მზადაა საქართველოს მოსახლეობა: დიახ, მათ უნდა უკარნახონ პოლიტიკოსებს და ჩვენ გავახმოვანოთ, მათ უნდა დაგვიკვეთონ და ჩვენ შევასრულოთ!

საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა სჭირდება საქართველოს!"- აღნიშნა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42