დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობა გამართა, სადაც ელექტრონულ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას ლეგიტიმაცია მისცა.
„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ერთი კაცის საკარმიდამოდ,
სადაც აღარ არსებობს დიდი მიზნები და დიდი ღირებულებები. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა კაცმა დაიცვას და გაამრავლოს საკუთარი ფული ჩვენს ხარჯზე, ჩვენი შესაძლებლობების მოსპობის ხარჯზე, ჩვენთვის სამართლიანი, უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს არ შექმნის ხარჯზე.
აი ამის საპირისპიროდ, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა და უნდა დავიბრუნოთ იმედი!
დიდი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი, რა თქმა უნდა, გვაფერხებენ. გვაფერხებენ, მაგრამ ვერ შეგვაჩერებენ, საქართველოს ისტორიას ვერ შეცვლიან, რაც არ უნდა მოიწადინოს ერის ბედისწერას ვერ გადაუფრენს ივანიშვილი! ქართველი ერის ბედისწერა გამარჯვებაა!
ამ ბედისწერამ მოგვიყვანა დღემდე, ეს ბედისწერა ვერ შეცვალა ვერც გარეულმა მტერმა, ვერც შინაურმა, ვერც თემურ ლენგმა და აღა-მაჰმად- ხანმა და ვერც სერგო ორჯონიკიძემ და ფილიპე მახარაძემ. და ამ ბედისწერას ვერ შეცვლის ვერც ივანიშვილი!
მჯერა რომ ახლა იწყება ჩვენი ისტორიის ახალი ეტაპი - იწყება აქ და ახლა, იწყება თქვენი უშუალო მონაწილეობით! იმ ადამიანების მონაწილეობით რომლებიც ჯერ არც კი არიან ჩვენს ამ სახალხო პოლიტიკურ გაერთიანებაში, მაგრამ უახლოეს თვეებში ჩვენ გავხდებით ბევრად მეტნი, ბევრად კვალიფიციურები, ბევრად ბრძოლისუნარიანები და ბევრად განსხვავებულები. დიახ, ჩვენ ძალიან ბევრთან ერთად, დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და ამას დავიწყებთ აქ და ახლა - გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა!" - გამაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






