აქვე, გეტყვით იმას, რომ ცოტა ხნის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში ქალი სიცივისგან გარდაიცვალა, თუმცა მისი სუსტი სხეული იმასაც მოწმობს, რომ სიცოცხლის ბოლო პერიოდში ძირითადად შიმშილობდა.
გორში სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებსაც ქვეყანაში არსებული გაჭირვბის არ სჯერათ, რეგიონში ჩავიდნენ და სიღატაკეს თავად ჩახედონ თვალებში.
ერთ-ერთმა აქტივისტმა ანა ბალიაშვილმა უმრავლესობის წევრ ლადო კახაძეს დაურეკა და რეგიონში დაპატიჟა. სწორედ ლადო კახაძე იყო ერთ-ერთი, რომელიც აცხადებდა, რომ ქვეყანაში შიმშილით გამოწვეული სიკვდილიანობა ჟურნალისტების მიერ უტრირებული ინფორმაციაა და კონკრეტულ მაგალითებს ვერავინ მოიყვანს:
"შროცა საქართველოში შიმშილით სიკვდილზე ლაპარაკობთ, მთელს საქართველოს აყენებთ შეურაცხყოფას. ანგაჟირებულ ჟურნალისტებს უნდოდათ იმის დამკვიდრება, რომ საქართველო გულქვა ქვეყანაა", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ კახაძემ.
"რაც უნდა ჟურნალისტებს გადააბრალოს ბატონმა ლადო კახაძემ, მისი განცხადებით სათქმელი უკვე ნათქვამია. მე ახლაც ვთავაზობ ბატონ ლადოს, წამომყვეს და ვაჩვენებ პირადად ვინ შიმშილობს ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა კახაძის საპასუხოდ ანა ბალიაშვილმა.
აქვე, ოფიციალური ინფორმაციით, შიდა ქართლში 30 000-ზე მეტი პირი სოციალურად დაუცველია.
მასალის გამოყენების პირობები






