მაღალი დონის "ელიტური" კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სკანდალური კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მაღალი დონის ე.წ. "ელიტურ" კორუფციასთან დაკავშირებით მორიგ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში არა ერთი კორუფციული გარიგებები გამოიკვეთა, რომლის გარშემოც გამოძიება არ დაწყებულა. ასევე, კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები:
ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები,[1] საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები,[2] მთელი რიგი გლობალური რეიტინგების შედეგები[3] და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები.[4]
პრობლემის არსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. მაგალითისთვის, სუს-ის 2018 წლის (ბოლო) ანგარიშიდან ჩანს, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს – ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სუს-მა დააკავა, მერი და ყოფილი გუბერნატორი იყვნენ. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს.
ამ პრობლემის დაძლევის რეალური გზა ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებითა და უფლებამოსილებით, რათა გამოიძიოს ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციის შემთხვევები. 2020 წლის აგვისტოში პარლამენტში დარეგისტრირდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქტიური ჩართულობით მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და საქართველოში დაიწყება რეალური ბრძოლა ე.წ. ელიტურ კორუფციასთან.
მანამდე კი, ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოს სახით გთავაზობთ მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების განახლებად კატალოგს, რომელშიც შევა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,[5] გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. რადგან საგამოძიებო უწყებები მედიაში გავრცელებულ შემთხვევებზე იშვიათად რეაგირებენ, ვთვლით, რომ ეს განახლებადი ბლოგი კარგი საშუალება იქნება მათთვისაც, მიიღონ ერთ ადგილას თავმოყრილი ინფორმაცია ქვეყანაში შესაძლო კორუფციული შემთხვევების შესახებ" - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევაში მოხვედრილია ისეთი საქმეები, როგორებიცაა:
ე.წ. „ომეგა ჯგუფის საქმე“; ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის; კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“; კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში; კორუფციის ნიშნები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები;
ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევები:
ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება; თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები; ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საეჭვო გამდიდრება;
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციის სავარაუდო შემთხვევები:
კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში; დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში; დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში; ბიძინა ივანიშვილის ნათესავის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში; კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვებში; გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში; გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში; ყოფილ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში; ყოფილ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში; მორგებული პირობების სავარაუდო გამოყენება სახელმწიფო შესყიდვებში; კორუფციის შესაძლო შემთხვევები მუნიციპალურ დონეზე: კორუფციის ნიშნები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში; კორუფციის ნიშნები კახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში; ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზიის საეჭვო მონაწილეობა ნინოწმინდის მუნიციპალურ შესყიდვებში; სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში; კორუფციის რისკები ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო შესყიდვებში; საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში; საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში; კორუფციის ნიშნები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში; ბათუმის საკრებულოს წევრთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში; ახალციხის მერის მრჩევლის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში; წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში; ახალციხის მერის კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში
მასალის გამოყენების პირობები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იწყებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. ჩვენი მიზანია შევქმნათ პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის რეალური მასშტაბი.

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა