აღნიშნული წერილი ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში თამარ ბაღაშვილმა გაასაჯაროვა:
"უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერისთვის, უდიდეს მადლობას მოვახსნებ ჩემს კოლეგებს საგარეო საქმეთა სამინიტროდან, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებებს, ოპოზიციურ პარტიებს და საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ნათესავების, ნაცნობების, თუ უცნობი კეთილმოსურნეების ჩათვლით. საპყრობილეში არსებული ინფორმაციის შეზღუდულობის პირობებშიც კი ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც მამხნევებს და მეხმარება უსამართლობის განცდის გადატანაში.
ჩემი და ნატალია ილიჩოვას საქმისადმი, გენ.პროკურატურის, სასამართლო სისტემის და სამთავრობო სტრუქტურების დამოკიდებულება, ნათლად წარმაოჩენს, რომ მათთვის არ არის მთავარი სიმართლის დადგენა, მთელი ეს გახმაურებული პროცესი მიმართულია გაყალბებული, უბინძურესი ბრალდების შეთითხვნის და ორი უდანაშაულო ექსპერტის ციხეში გამოსაკეტად, რაც შეიძლება მეტი ხნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე მარტივად გაკეთდებოდა, ბრალდების მთავარი არგუმენტის 1936-37 წლების გამოცემის 1-200 ათასინი მასშტაბის მქონე რუკების ანალიზი.
შესაბამისად, საფუძველი გამოეცლებოდა რამდენიმე ინტრიგანის პროვოკაციულ მოსაზრებებს, თიტქოსდა დაკარგული ფართობების შესახებ. სამწუხაროდ, მარტივი ანალიზის შედეგად, რეალურად, ამ საქმეში იკვეთება ივანიშვილის მთავრობის ორი ფარული, პოლიტიკური მიზანი!
პირველი: გახმაურებული საქმის წამოწევის გზით, როგორმე გააშავოს ნაციონალური მოძარობა, თითქოსდა წინა ხელისუფლების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის რაღაც ტერიტორიების გადაცემის „ფაქტთან“ დაკავშირებით.
და მეორე: გააფუჭოს, გაამწვავოს საქართველოს ურთიერთობა მის პარტნიორ ქვეყანასთან.
იმედი მაქვს, ქართული საზოგადეობა წინ აღუდგება ქვეყნის ინეტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ამ პროვოკაციულ ქმედებას. აქვე, მინდა მოვუწოდო სამთავრობო სტრუქტურებში, მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში მომუშავე იმ მოხელეებს, რომელთაც შემხებლობა აქვთ ამ საქმესთან; ნუ დააყენებთ თქვენს პირად ღირსებასა და პროფესიონალიზმზე მაღლა, შიშსა და გამორჩენაზე დაფუძნებულ მერკანტილურ ინტერესებს!
ნუ გაისვრით ხელს!! შეეწინააღმდეგეთ უსამართლობას და ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებას, - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ილიჩოვა და მელაშვილი 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ გამოძიება ქვეყნის ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






