შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა საჯარო წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 25 დეკემბრის მილოცვასთან დაკავშირებით დაწერა, თუმცა, როგორც შესავალში სონღულაშვილმა მიუთითა, აღნიშნულ წერილს საქართველოს პრეზიდენტს არ სწერს:
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 25 დეკემბერს სოციალური ქსელით შობა მიულოცა კათოლიკურ სამყაროს:“ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!”მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქრისტეს შობა უკვე ყველას იმ ადამიანს მიულოცა, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს მას.
მასალის გამოყენების პირობები
"წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს არ ვწერ"თბილელი მიტროპოლიტიმალხაზ სონღულაშვილიროდესაც ამოვიკითხე, რომ საქრთველოს პრეზიდენტმა რომის კათოლიკეებს მიულოცა შობა საქართველოში და მთელ სამყაროში, ვიფიქრე, ნეტა დანარჩენმა ქრისტიანებმა (მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა და მთელი პროტესტანტული სამყარო), რა ფაფაში ჩაუყვეს-მეთქი ამ ქალს ფეხი.ჯანდაბას ჩვენი თავი (ქართველი პროტესტანტებისა), მაგრამ ნეტა სხვებს რას ემდურის-მეთქი ეს ქალი.ვიფიქრე: იქნება ანგელა მერკელზეა-მეთქი საქართველოს პრეზიდენტი ნაწყენი, იქნება ამერიკელ პარტინორებზე აქვს-მეთქი გული აჩხრეკილი, ან ჯონონის თმის ვარცხნილობა არ მოსწონს-მეთი, ან ტრუდოს ფრანგულს უწუნებს, ან საბერძნეთის პრემიერი არ ეპიტნავება და იმიტომ არ ულოცავს-მეთქი.მერე, სულო ცოდვილო, ისიც ვიფიქრე, მრჩევლები არ ჰყავს და რა ქნას-მეთქი საწყალმა. ვიფიქრე, იქნება რელიგიის კვლევების რომელიმე მაგისტრანტსა ვთხოვოთ ილიაუნიში, რომ პრეზიდენტს რელიგიის შესახებ მოხალისეობის პრინცით რჩევები მიაწოდოს-მეთქი.ასე გადავწყიტე წერილი მიმეწერა და ამეხსნა, რომ თუ შობას ულოცავს ვიმეს, ყველას უნდა მიულოცოს, ვინც 25 დეკემბერში ზეიმობს და 7 იანვარს არ გალობს „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემასაო.“ ისიც მინდოდა მიმეწერა, მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა 25-ში აღნიშნავს-მეთქი შობას. ვინც არ აღნიშნავს, თავს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იკავებს და მალე ისინიც 25-ში იზეიმებენ მეთქი. იმის შეხსენებაც მინდოდა, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ნანატრი ავტოკეფალია მოიპოვა, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ 25-ში ეზეიმათ-მეთქი შობა.მაგრამ გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე მივწერე. მანაც მიიღო ჩემი შენიშვნა. როგორც ღირსეულმა ადამიანმა მოიბოდშა და იმის მერე ყველსა ულოცავდა შობას ვინც 25-ში აღნიშნავდა და ვინც 7-ში. პრეზიდენი ხომ წესით ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს!არა ამჟამინდელი პრეზიდენტის, არამედ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა, რომლის მიხედვითაც სუსტი და მოწყვლადი ყრმა უფრო მნიშველოვანია, ვიდრე ჰეროდე დიდი და ძლიერნი ამა სოფლისანი. შობა გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი თანაწსორია. რა ვუყოთ, რომ საქართველოს პრეზიდენს საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ სცემს პატივს, სამაგიეროდ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს. საბედნიეროდ ამ სოფლის ძლიერებზე არ არის დამოკიდებული, ვის გულში დაიბადება და ვის გულში დაიდებს ბინას განკაცებული მაცხოვარი და ვისაში არა.ყველას გილოცავთ შობას ვინც 25-ში აღნიშნავთ, ვინც 7-ში აღნიშნავთ (მათ შორის პრეზიდენტსაც), ვინც ვერ აღნიშნავთ და ვინც არ აღნიშნავთ საერთოდ. შობა მარტო ქრისტიანების დღესასწაული არ არის. ის ყველასია, ვისაც მშვიდობისა, სიყვარულისა, თავისუფლებისა და სამართლიანობისა სჯერა" - დაწერა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 25 დეკემბერს სოციალური ქსელით შობა მიულოცა კათოლიკურ სამყაროს:“ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!”მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქრისტეს შობა უკვე ყველას იმ ადამიანს მიულოცა, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს მას.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






