ახალგაზრდა ადვოკატები ითხოვენ სავაჭრო ცენტრების : ლილო მოლის, საბას და ელიავას ბაზრობის გახსნას.
მათი თქმით, მთავრობის მხრიდან არსებული შეზღუდვები გასაგებია მაგრამ კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულ მიდგომად მიაჩნიათ სავაჭრო ცენტრების/მოლების გახსნის პარალელურად, ბაზრობების გახსნაზე უარი მათი ობიექტური მდგომარეობის შეფასების გარეშე.
"მთავრობას აქვს გონივრული დრო, გადახედოს საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და არსებული რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკონომიკური აქტიურობის შესაძლებლობა მისცეს ბაზრობების ტიპის მსხვილ სავაჭრო ცენტრებს. გაიხსნა მოლები, სავაჭრო ცენტრები, მაგრამ სრულიად გაუგებარია და სარწმუნო არგუმენტებს არ ეფუძნება, თუ რატომ არ უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა „ლილო მოლოს“, „საბას“ თუ ელიავას ბაზრობას, რომლის ადმინისტრაციები აღნიშავენ, რომ მზად არიან დაიცვან დაწესებული წესები და ნორმების გათვალისწინებით განახორციელონ საქმიანობა", — ამბობს ახალგაზრდა ადვოკატღა იურისტი ბერდია ჯაჯანიძე.
ორგანიზაციის თქმით, გაუგებარია, რატომ გადაადგილდებიან მოქალაქეები გახსნილ სავაჭრო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და რატომ არ შეუძლიათ მომხმარებლებმა იგივე წესები დაიცვან დასახელებულ ბაზრობებზე საჭირო პროდუქციის შეძენისას.
ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშიც არ მოდის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.
მასალის გამოყენების პირობები






