პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ელჩებმა დიდი შეცდომა დაუშვეს მაშინ, როცა ოპოზიცია გადალახულებად და არაგადალახულებად დაყვეს.
მისი თქმით, მათ პირდაპირ გაიზიარეს „ოცენების“ არითმეტიკა.
"თვითონ ელჩებმა დაუშვეს თავიდან ძალიან დიდი შეცდომები.
როდესაც ოპოზიცია გადალახულებად და არაგადალახულებად დაყვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ პირდაპირ გაიზიარეს "ოცნების" არითმეტიკა;
როდესაც ოპოზიციაზე ცდილობდნენ ზემოქმედებას, რათა მათ არჩევნები ეღიარებინათ და პარლამენტში შესულიყვნენ.
ახლა, ნელ-ნელა, უკვე ისინიც ათვითცნობიერებენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ თვლის 2020-ის არჩევნებს ლეგიტიმურად, ხალხი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პირიქით, ოპოზიციას მოუწოდებს შეურიგებელი იყოს.
ელჩის განცხადებაც, რომ "ხალხში დაკარგა ნდობა არჩევნების მიმართ" - ყველაზე შემაშფოთებელია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხში დაკარგა ნდობა დემოკრატიასთან მიმართებაში. დამოუკიდებელ ქვეყანაში კი შეეგუო იმას, რომ გიწევს ბრძოლა დემოკრატიის და დემოკრატიული არჩევნებიისთვის, წარმოუდგენელია!
მოკლედ, ჩვენი ქვეყნის მომავალი პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ, რადგან ვერავინ მოვა და ვერავინ "დაგილაგებს" სიტუაციას.
თუმცა, "ოცნებას" აუცილებლად მოუწევს აშშ ელჩის განცხადებაზე სერიოზული დაფიქრებაც, იმიტომ, რომ მათ გაითვალისწინეს ხალხის აზრი, ხალხში კი, ცვლილებების მოთხოვნაა!' , - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






