ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, ვისაც დღეს ხელფასი ჩაერიცხა თანხას ხაზინას უბრუნებს, ნაწილი კი გეგმავს რომ ფული ქველმოქმედებას მოახმაროს.
"ივანიშვილი ბოლო პერიოდში ვერ ჩამოყალიბდა ე.წ. მათრახის თუ თაფლაკვერის პოზიცია გამოიყენოს ოპოზიციასთან საბრძოლველად. მინდა ვუთხრა, რომ არც მათრახის პოლიტიკა,რაც გამოიხატება კობახიძის ბოლშევიკურ ბრიფინგებში და არც თაფლაკვერას სახელფასო პოლიტიკა, რომელიც გამოიყენეს ახლა , ხელფასების ჩარიცხვით , არ იმუშავებს , რომ დაქსასოს, გახლიჩოს და დაასუსტოს ოპოზიცია. ჩვენ ვაპირებთ , რომ კოორდინირებულად დავუბრუნოთ პარლამენტ ეს თანხა ან დავეხმაროთ მოქალაქეებს" , - ასე აფასებს ენმ-ს წევრი თიკა ბოკუჩავა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვას.
ნატო ჩხეიძემ კი განაცხადა, რომ გეგმავს ხაშური-ქარელი-გორის ოლქში, სადაც ის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ამ თანხით რამდენიმე ოჯახს დაეხმაროს.
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვას ქართული ოცნების წევრები ბუღალტრულ შეცდომას უწოდებენ.
პარლამეტში კი აცხადებენ, რომ ხელფასი ჩაერიცხათ მეცხრე მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომელთა საბანკო რეკვიზიტები საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის სისტემაში იყო რეგისტრირებული, ხოლო მე-10 მოწვევის წევრებს, ვინც რეკვიზიტები არ წარადგინა, არაფერი ჩარიცხვია.
მასალის გამოყენების პირობები






