ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს არაადეკვატური რეზერვები ჰქონდა.
“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას თუ გაიხსენებთ, იმას ვამბობდი, რომ რეზერვები არაადეკვატური გვაქვს და საჭიროა მათი შევსება. როცა საშუალება იყო, ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვას ახორციელებდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 450 მილიონი ვიყიდეთ. შარშან პირველი წელი იყო, როცა წლის ბოლოს, ეროვნული ბანკის რეზერვები ამ მაჩვენებლით, რომელიც რეზერვების გაზომვის ყველაზე მიღებული მაჩვენებელია, რეზერვების დაშვებული ზღვრის ქვედა მაჩვენებელს დაუხლოვდა. ეს მეტრიკი არის 100 პროცენტიდან 150-მდე. ჩვენ გვქონდა 99 პროცენტი, თითქმის 100 პროცენტი. წელს გვექნება 100-ზე ზემოთ, ანუ ადევატური. იმ ფრთხილი პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, ჩემი პროგნოზია, რომ პროცესი ისე უნდა გავიაროთ, რომ ძალიან ახლოს ვიყოთ ამ მაჩვენებელთან და არ დაგვერღვეს ადეკვატურობა სარეზერვო რეზერვის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






