არჩევნების გადადება ახლა რაგბის მტერს თუ მოუნდება - რამაზ ხარაზიშვილი
პოლიტიკა - 20:54, 25 Dec, 2020     987

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს ფეხში დაჭრეს, არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ რაგბის კავშირს ისეთი ხალხი მართავს, რომელიც ყველა მიმართულებით სარგებელს იღებს.

"მე არასდროს ვერიდები ხმამაღლა საუბარს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგად ჩანს, ვინ მართავს და ვისი გავლენებია დღეს ქართულ რაგბიში. იმასაც გეტყვით, რომ ყველა მიმართულებით მათ სარგებელი აქვთ - იგივე სამედიცინო კუთხით, კვების კუთხით, ტურისტული კუთხით. ეს ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში მართავდა რაგბის კავშირს, ამ გაჭირვებული სპორტიდან, ვფიქრობ, რომ დღეს სახლში ფული არავის არ უნდა მიჰქონდეს და საკუთარ კომფორტზე არ უნდა იყოს მოწყობილი. ამიტომ, აუცილებელია, ჩატარდეს არჩევნები და ახალი ძალა მოვიდეს.

რაგბის კავშირს ძალიან ცოტა აქვს დაფინანსება. შეგვიძლია, შევადაროთ ევროპის საშუალო დონის ნაკრებების და ქვეყნების დაფინანსებას და, თუნდაც, მეზობელი ქვეყნების დაფინანსებას, აბსურდულად დაბალია დაფინანსება, თუმცა, ამ მცირე სახსრებითაც შეიძლება რაღაცის გაკეთება, თუ არ იქნება კორუფცია და ფულის სახლში წაღება,"-განაცხად ხარაზიშვილმა.

მისივე განარტებით, არჩევნების გადადების მიზეზად გამგეობაში ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების სურვილს უკავშირებენ, თუმცა, თავად მიიჩნევს, რომ ეს სიცრუე და ჭორია.

"არჩევნების ჩაშლის საშიშროება დღესაც არსებობს, დღევანდელი დღე ამის მაგალითი იყო. კვირასაც შეიძლება ამაზე იმსჯელონ და არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ დადგეს საფრთხის ქვეშ. ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ამბობენ და ასახელებენ გამგეობაში, უფრო მანიპულაციას ჰგავს, კონკრეტულ სახელს და გვარებს ასახელებენ, ვისაც სურთ თითქოს გადადება. მე ხელში მიჭირავს სახელმწიფოს რეკომენდაცია, რომ დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. პირადად მე შევხვდი პრემიერს, რომლისგანაც იყო პირობა, რომ დეკემბრის ბოლომდე სახელმწიფო ჩაატარებდა არჩევნებს. ამიტომ, აბსურდულია სახელმწიფოს დავაბრალოთ, ეს არის ჭორი, ჩემი აზრით. არჩევნების გადადება ახლა რაგბის მტერს თუ მოუნდება,"-განაცხადა ხარაზიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ გადაიდო. უკანასკნელი დადგენილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42