"8 წლის გიგი ახალ წელს თბილ გარემოში შეხვდება" - მთავრობამ ოჯახს ზუგდიდში ბინა გადასცა
პოლიტიკა - 20:08, 25 Dec, 2020     1142

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს სახელმწიფომ ზუგდიდში მდებარე ახალი ბინის გასაღები გადასცა - ჩანგელიების ოჯახი აფრიკის დასახლებაში, უნებართვოდ აშენებულ საცხოვრისში ცხოვრობს. 15 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მერიამ უნებართვოდ აშენებული საცხოვრისების დემონტაჟი დაიწყო, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს პანდემიის პირობებში, წინასაახალწლოდ უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებოდა.

ჩანგელიების ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინა ისედაც ეკუთვნოდა, ვინაიდან ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი, თუმცა ბინის გადაცემის პროცედურები წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ოჯახი უსახსრობის გამო დოკუმენტაციის ჩაბარების და მათზე ხელის მოწერის მიზნით ზუგდიდში ჩასვლას ვერ ახერხებდა.

აფრიკის დასახლებაში დაწყებული დემონტაჟის შემდეგ, სახელმწიფო უწყებებმა ოჯახისთვის ბინის გადაცემის პროცესი დააჩქარეს, დოკუმენტაცია ადგილზე, თბილისში ჩამოუტანეს და ბინის გასაღებიც გადასცეს.

ბანკის ვალით აშენებული საცხოვრისის დემონტაჟი მერიას 20 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დემონტაჟის დღეს მერიამ განაცხადა, რომ ვინაიდან შენობას ოჯახისთვის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის დანიშნულება ჰქონდა, დემონტაჟს დროებით შეაჩერებდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას, PHR ავრცელებს, რომელიც ოჯახის მცირეწლოვანი წევრის, გიგი ჩანგელიას ინტერესებს წარმოადგენდა, დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. PHR-მა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

8 წლის გიგი ჩანგელიას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია სახელმწიფოსგან ოჯახის ზუგდიდში ტრანსპორტირებისთვის სახსრების უზრუნველყოფასაც მოითხოვდა, თუმცა სახელწმიფომ PHR-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"სახელმწიფოს უარის შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზებას მოქალაქეები ახდენენ", - აცხადებენ PHR-ში", -"გვიხარია გაცნობოთ, რომ პატარა გიგი ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შევხდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში არსებული საცხოვრისების დემონტაჟი მერიამ 15 დეკემბერს დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.

.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42