სასწრაფოდ უნდა დასრულდეს რაგბის კავშირში ეს დროებითი მმართველობა, რომელსაც უკან მივყავართ - გოჩა სვანიძე
პოლიტიკა - 19:59, 25 Dec, 2020     1001

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, გოჩა სვანიძის განცხადებით, რაგბის კავშირმა ახალი ხელმძღვანელობა სასწრაფოდ უნდა აირჩიოს.

სხვანიძის განმარტებით, დროებითი მმართველი, რაც არ უნდა კარგი იყოს ის, გრძელვადიანი გეგმების დასახვას ვერ შეძლებს და რაგბის კავშირისთვის საზიანოც კი არის.

"ეს შერიგება თუ შედგა ჩვენ შორის, სადაც ბაჩოსთან დაპირისპირებული არავინ არ ყოფილა, მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა უხაროდეს. შერიგება შედგა რის ფონზე - სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ეს დროებითი მმართველობა, რომელსაც უკან მივყავართ არა იმიტომ, რომ დროებითი მმართველი არის ცუდი, არამედ იმიტომ, რომ დროებითი მმართველობის პერიოდში შეუძლებელია რაგბის კავშირის ხანგრძლივი, გრძელვადიანი გეგმების დასახვა, რომლის ახლა გაკეთებაც აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გვიახლოვდება, გვიახლოვდება და ვადაც კი გადასცდა იმისი, რომ ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობები გაფორმდეს რიგ კომპანიებთან, რიგ სპონსორებთან და ა.შ. რასაც დროებითი მმართველობის პერიოდში ვერ შეძლებს ვერავინ, რაც გინდა კარგი მმართველიც იყოს. მე პრეტენზია არ გამაჩნია არავისთან, მაგრამ რაგბის კავშირს უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული ხელმძღვანელობა,"-განაცხადა გოჩა სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში დაპირისპირებაა - პრეზიდენტის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო. უკანასკნელი დადგენილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე, იბრძვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42