გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე უკვე როგორც გაერთიანებული ფრონტი ისე იბრძვიან რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში- ბაჩო ხურციძე კონკურენტ კანდიდატებს ფარულ კავშირში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:55, 25 Dec, 2020     1114

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბაჩო ხურციძე, მის კონკურენტ ორ კანდიდატს, გოჩა სვანიძესა და ირაკლი აბუსერიძეს ფარულ კავშირში ადანაშაულებს. მისი თქმით, სვანიძე და აბუსერიძე მხარს ერთმანეთს უჭერენ და არჩევნებისთვის როგორც გაერთიანებული ფრონტი ისე იბრძვიან.

"უკვე აღარ ვიცი როგორ გავმიჯნო იმიტომ, რომ ბატონი გოჩა და ბატონი აბუსერიძე უკვე როგორც გაერთიანებული ფრონტი ისე იბრძვიან ამ არჩევნებში და ბატონი სვანიძის ხმების ნაწილი, როგორც ვატყობ, უკვე გახდა ბატონი აბუსერიძის ხმების ნაწილი. ზუსტად ამ ხმების გაუქმება მოუწევდა გამგეობას და როგორც ჩანს ეს არ აწყობთ ზოგზოგიერთ კანდიდატს.

დიახ, ბატონი გოჩა და ბატონი ირაკლი არიან ძალიან შეხმატკბილებულები და ერთიანი რაღაც მიზნისთვის იბრძვიან იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმ ფონზე, როდესაც არჩევნები იყო გადადებული 1 წლით, რატომ არ შეიძლება, რომ არჩევნები გადაიდოს კიდევ 20 დღით, მოხდეს სუბიექტებისთვის მინიჭებული ხმების თავიდან გადათვლა და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაცია აღარ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც გავიდა 1 წელი, რას წყვეტს 20 დღე? აი ამ კითხვას ვსვამ," - განაცხადა ბაჩო ხურციძემ "დღის კურიერის" ეთერში.

აქვე, ბაჩო ხურციძე არჩევნების კიდევ 20 დღით გადავადებაში პრობლემას ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, დაპირისპირება რაგბის კავშირში კვლავ გრძელდება. დღეს რაგბის კავშირში არჩევნების ჩატარების სადაო თარიღთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც კვირისთვის გადაიდო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42