დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, მიწების დატაცება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. მისი თქმით, ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობა სუსტია.
კალაძე ჯიუტად იმეორებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბინები, მიწები, ბიზნესი, თუმცა სახელმწიფოს საკუთრებას მაინც იტაცებენ:
"მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია.
არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა . ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ." , - ამბობს კალაძე
შეგახსენებთ, მერიის გადაწყვეტილებებს, როდესაც აფრიკისა დასახლებასა და სამგორში მცხოვრებ ადამიანებს საცხოვრებლები დაუნგრიეს, მოსახლეობაში უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






