" ბიუჯეტი, რომელიც იქნა წარდგენილი ქალაქის კეთილდღეობაზეა მორგებული" - კახა კალაძე
პოლიტიკა - 19:01, 25 Dec, 2020     907

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ დაგეგმილია ბაგებიდან საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ქეთევან წამებულის სრული რეაბილიტაცია თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყიფშიძიდან გადმოსასვლელი ახალი გზის მშენებლობა.

კალაძის თქმით, ოპონენტების კრიტიკა თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

„თქვენ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა მიზანმიმართული, არასწორი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განმარტება იქნა გაკეთებული ჩვენი მხრიდან, იყო მცდელობა რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა, რეალობა სულ სხვა არის. ბიუჯეტი რომელიც იქნა წარდგენილი, არის გაცილებით მეტი, ვიდრე საუბრობდნენ ოპონენტები და რა თქმა უნდა, მორგებულია ქალაქის კეთილდღეობაზე. ბიუჯეტის მესამედზე მეტი მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და ყველა იმ ოჯახს, ვისაც ჩვენი მხრიდან დახმარება სჭირდება, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით. ასევე განსაზღვრულია ინფრასტრუქტურული პროექტები, იცით, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ბევრი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან თანხები იქნა მიმართული სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე და 2021 წელი იქნება ის წელი, სადაც ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის.

დაგეგმილია ბაგებიდან საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ქეთევან წამებულის სრული რეაბილიტაცია თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყიფშიძიდან გადმოსასვლელი ახალი გზის მშენებლობა, ბევრი კარგი პროექტია, რომელზეც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას,“- განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42