დაპირისპირება რაგბის კავშირში - რაგბის კავშირი საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო
პოლიტიკა - 18:12, 25 Dec, 2020     832

ახალი დაპირისპირება რაგბის კავშირში - მორაგბეთა კლუბების უმრავლესობა არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რომელიც 30 დეკემბერს იყო დანიშნული.

დღევანდელი სხდომა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ვერ ჩატარდა და გადაიდო. სავარაუდოდ, 27 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამგეობას თარიღის გადაწევა უნდა, რაც მათთვის მიუღებელია და იყო შეხლა-შემოხლაც.

"შევთანხმდით რომ სხდომა გადავდოთ, მომზადდეს საკითხი. იყო აზრთა შეხლა-შემოხლაც, რა თქმა უნდა, ცივილიზებულ ფორმებში. ყველაფერი წესრიგშია, სხდომა კვირას გაიმართება და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს საქმე აქამდეც არ უნდა მოსულიყო, ჩემი აზრით საერთოდ არ არის ეს საკითხი სამსჯელო," - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე კი აცხადებს, რომ
კლუბების 70% მომხრეა ჩატარდეს არჩევნები, რადგანაც "უნდა მიეცეს პრეზიდენტს ლეგიტიმაცია და შეძლოს ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ქართული რაგბი".

საინიციატივო ჯგუფის წევრმა , რამაზ ხარაზიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხდომაზე დღეს, არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღების მცდელობა იყო, თუმცა არ გამოუვიდათ.

"ჰქონდათ მცდელობა რომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიეღოთ. კლუბების 99%-ს უნდა რომ არჩევნები 30 რიცხვში ჩატარდეს და ეს უკვე ჩანიშნულია. ვფიქრობ, საშიშროება ისევ გრძელდება, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის იმ წევრებს, რომლებმაც არ დაუშვეს რომ გამგეობას არაკანონიერი გადაწყვეტილება გამოეტანა. ასევე, მორაგბეების მობილიზებამ და კანდიდატების სამართლიანმა მოთხოვნამ, გავლენა იქონია,"- აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილი.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, ბაჩო ხურციძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუკი საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს ჩატარდება, ეს არალეგიტიმური იქნება.

"ზეწოლის შედეგად, გამგეობას გაეპარა ხარვეზი და დანიშნა არჩევნები არასოწორად. გადადებული არჩევნების დანიშვნა შეიძლებოდა არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 30 დღისა. ბუნბერივია 30 დღიანი ვადა დაირღვა. შესაბამისად, ეს არცევნები რა ფორმითაც დანიშნეს, არალეგიტიმური იყო. იმ შემთხვევაში თუკი მე გავიმარჯვებ სხვა კანდიდატებმა ეს შესაძლოა თავისუფლად გამისაჩივრონ. ამიტომ, ველოდები მაინც რომ გამგეობა კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.,"- აღნიშნავს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42