ფოთის პორტში 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს
საზოგადოება - 17:44, 25 Dec, 2020     1500

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ამერიკული პროგრამის - „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ქვეყანაში 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა.

ამ დროისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,, ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ უკვე დაწყებულია აღნიშნული ტვირთის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.

აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსულ თანხას, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში ჩადებს.

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად, 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.

კანონმდებლობით დაწესებული პროცედურით, ნავსადგურში შემოსვლისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ექიმ ეპიდემიოლოგს თავდაპირველად წარედგინება დოკუმენტაცია გემის სანიტარიული მდგომარეობის შესახებ, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხდება ხორბლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი, რაც ნიმუშის ადგილზე აღებას და მასალის სპეციალურ ლაბორატორიაში დათვალიერებას გულისხმობს.

მარცვლეულის ხარისხის კონტროლის დასრულების შემდგომ, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მოხდება ხორბლის გემიდან გადმოტვირთვა, სატვირთო სატრანასპორტო საშუალებებში განაწილება, აწონვა და იმპორტიორის საწყობში განთავსება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია საბაჟო კონტროლის პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42