ISFED-ის ყოფილი თავჯდომარის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, ბრალდება, თითქოს ის ოპოზიციასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, აბსურდია. მისი განმატებით, ეს პროგრამა ექსპერტების მიერაა შედგენილი და, შესაბამისად, გამოვლენილი ხარვეზის ოპოზიციასთან კავშირი გამორიცხულია:
"ეს არის გამორიცხული, მე ვერანაირად ვერ ვიმოქმედებდი ოპოზიციასთნ ერთად იმიტომ, რომ ამ პროგრამას მე არ ვწერ, ეს ექსპერტმა დაწერა, შეცდომა დაუშვა. გამოვრიცხავ აბსოლუტურად რაუმე ჩარევას, ეს იყო ადამიანური შეცდომა, რომ შეიყვანეს ბათილი ბიულეტინები, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და მათი მხრიდან დამატებით დამატებით კითხვა აღარ ყოფილა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მათ იცოდნენ რაზეც მივაწოდეთ ინფორმაცია და ის, რომ ახლა შეხვედრაზე ვიაცამ, რაღაც არ მოისმინა მაგის დაშვება არ გვქონია", - განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






