ნიჟარაძის განცხადებით, ხარვეზი, რომელიც პარალელური დათვლის დროს გამოვლინდა, მისთვისაც ძალიან მძიმე იყო:
„ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით და ვიცოდით, როცა საზოგადოებასთან ამ ინფორმაციის კომუნიკაცია მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა მღელვარებას, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი რაღაც იყო დაშვებული PVT-ის შედეგებში. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ყველაფერი მაქსიმალურად უშეცდომოდ იყოს გაკეთებული და გვაქვს მაღალი სტანდარტი, მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მაღალი სტანდარტია გამჭვირვალობა და მივიჩნიეთ, რომ რაც არ უნდა მცირე ხარვეზი ყოფილიყო, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა სცდონოდა, მაგრამ რადგან ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვის ნიშნები ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წლია ვმუშაობ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. პირადად ჩემთვის, შეცდომა იყო ძალიან მძიმე“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






