„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ის გარემოებები განმარტა, რის გამოც პარალელური დათვლის დროს ხარვეზი მოხდა. მისი თქმით, ფორმულა, რომელიც ითვლიდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ასევე მითვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, ხოლო ამ შეცდომის გასწორების შემდეგ „ისფედის“ „პივიტის“ შედეგები ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა.
რაც შეეხება შანტაჟსა და დაშინებას, სართანიამ განაცხადა, რომ ასეთ ფაქტს, ადგილი არ ჰქონია:
„ყოველი შემდგომი „პივიტი“ ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ „პივიტის“, არამედ ყველაზე ბოლოს, სადაც იყო ეს „პივიტი“ გამოყენებული, კომისიის მოკვლევით დადგინდა, რომ მოხდა სწორედ ამ სოფთის დაფუძნება ისეთი ქვეყნის „პივიტის“ სოფთზე, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლება საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლების დაანგარიშებით, ეს ქვეყანა არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში.
კომისიამ დაასკვნა, რომ ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო და პასუხისმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ექსპერტებს, რომლებმაც ამ ფორმულის ვალიდურობა დამკვეთთან არ გადაამოწმეს“ - განაცხადა სართანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






