შესაძლოა, ჩვენს მიმართ იყო ფარული მიყურადება, თუმცა ჩვენ ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს - ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე
პოლიტიკა - 14:10, 25 Dec, 2020     980
ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარის თამარ სართანიას განცხადებით, არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას ISFED-ის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, მათ შორის, ვერსიას მიყურადებასთან დაკავშირებით, არსებობის უფლება აქვს, თუმცა, როგორც სართანია განმარტავს, ამის თქმის საფუძველი არ გააჩნიათ:

„საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ, ეს არ ვიცით, ამაზე არის რამდენიმე ვარიანტი, სადაც ყველას თანაბრად აქვს არსებობის უფლება. ISFED-ს დამკვირვებლები 1000 უბანზე ჰყავდა, „ქართულ ოცნებას“ დამკვირვებელი ჰყავდა ყველა უბანზე. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მარტივად იცოდა, რომელ 1000 უბანზე ჰყავდა ISFED-ს დამკვირვებელი. შესაბამისად, ისეთი რესურსების მქონე პარტიას, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ძალიან მარტივად შეეძლო ჩამოეტვირთა ის 1000 ოქმი, დაეთვალა ხელახლა და მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა. ეს არის ვერსია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს. ასევე, არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიას, რომ შესაძლოა, იყო ფარული მიყურადება, თუმცა მე ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, რადგან ამის საფუძველი არ მაქვს. ამ ქვეყანაში ფარული მოსმენა არსებობს, ეს აზრი მუსირებს და ამ ვერსიას სამწუხაროდ, ბორდი ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. აქვე ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ რესურსების მქონე პარტიას 1000 უბნის ოქმების ჩამოხსნა არ გაუჭირდებოდა ერთ ან ორ დღეში და მათი დათვლა“,- განაცხადა სართანიამ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.

გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42