ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო სხდომის დასრულებისშემდეგ განაცხადა, რომ თბილისის მერიას კულტურის მოღვაწეების, მუსიკოსების დასახმარებლად 400 000 ლარი გამოეყოფა.
მისი თქმით, შეზღუდვების დროს დაზარალებული კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად დროული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
"უწყებათაშრისმა საბჭომ იმსჯელა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც კულტურის მოღვაწეებს, მუსიკოსებს ეხებათ. ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები სააახალწლო საკონცერტო ღონისძიებებში, რომელიც იმართებოდა სხვადასხვა სასტუმროში, რესტორანში მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით, ჩვენი კულტურის მოღვაწეები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას. მივიღეთ გადაწყვეტილება და თბილისის მერია გამოეყოფა 400 000 ლარი ასიგნება იმისთვის, რომ თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგავარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები", - განაცხადა თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები






