"მიზანმიმართული განცხადება, საქართველოს რუსეთიზაცია გრძელდება"- აქცია სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან
პოლიტიკა - 12:21, 25 Dec, 2020     1083
საყვირები და ტრანსფარანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.

კავკასიური პლატფორმის შექმნის შესახებ გაჟღერებული პოზიციის შემდეგ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალისგან განმარტებას ითხოვენ.

"ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჰქვია რუსული პოლიტიკა და საქართველოს რუსეთიზაცია. ეს არ იყო წამოცდენა, ეს იყო მიზანმიმართული ნათქვამი იმიტომ, რომ ამ ე.წ. კავშირში, რომელსაც ჰქვია ერთიანი კავკასიის იდეა, პლატფორმა და მოიაზრება რუსეთი და ირანი, რომელიც არის დასავლური ღირებულებების მტერი და რუსეთი ჩვენი ოკუპანტია და მათთან რაიმე კავშირში შესვა ეს არის ჩვენთვის პირდაპირ ხარაკირი საერთაშორისო საზოგადოების თვალში", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კავკასიაში რუსეთის ირანის ინტერესების გაძლიერებას ეხება და რეალურად რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას უწყობს ხელს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ელჩების კონფერენციაში ჩართვისას პირდაპირ განაცხადა, რომ "კავკასიური პლატფორმის" მიმართ საქართველოს პოზიცია პასიური და მეორე ხარისხოვანი ვერ იქნება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი "პოზიტიურ ნაბიჯებს" გადადგამს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონული პლატფორმა - რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს - ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.

'კავკასიური პლატფორმის' იდეას კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42