"პარტია გირჩი ჩემთვის არის როლ მოდელი. იცით რა თვალსაზრისით? პრაქტიკულად ერთი თეთრი.. ძალიან ცოტა ფული დახარჯა არჩევნებზე. თბილისში გავიდა მე-3 ადგილზე. როგორ? მე ვიცი როგორ და ბევრმა იცის. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა საზოგადოებასთან, მის პოტენციურ ამომრჩეველთან. ძალიან მჭიდრო, პრაქტიკულად ყოველდღიური სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა პლატფორმაზე და მე-3 ადგილზე გავიდა", — განაცხადა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებმა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინეს. არჩევნის პროცესი ფეისბუქით მოხდება. კენჭისყრა 21 დეკემბრს დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.
ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
მასალის გამოყენების პირობები






