მელიას თქმით, ის ფორმატი, რომლითაც პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, არის უპრეცედენტო, მაგრამ არ უნდა იყოს ერთჯერადი. „უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექით, როცა გრიგოლ ვაშაძემ დაგვტოვა, ინგლისურად წავიდა ბატონი გრიგოლი“ - დასძინა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებმა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინეს. არჩევნის პროცესი ფეისბუქით მოხდება. კენჭისყრა 21 დეკემბრს დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.
ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
მასალის გამოყენების პირობები






