“ჩვენ უნდა გავუღოთ კარი ახალგაზრდებს... დადგა დრო, პარტიამ დამატებითი ცვლილებები განახორციელოს“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 01:42, 25 Dec, 2020     1299
ჩვენ უყნდა გავუღოთ კარი ახალგაზრდებს, თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოიტანონ თავიანთი იდეები და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების გადაწყბეტილების პროცესში - ამის შესახენ ნიკა მელიამ ფეისბუქის ლაივ ჩართვაში განაცხადა.

ენმ-ის თავმჯდომაროების კანდიდატმა პარტიის ხელმძღვანელის არჩევის ახალ წესზე ისაუბრა და თქვა, დადგა დრო, როცა პარტიამ დამატებითი ცვლილებები უნდა განახორციელოს.

“ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ქმნიდა ქვეყანაში პოლიტიკურ ტრადიციებს, პოლიტიკურ კულტურას და ასევე ქმნის პოლიტიკურ კლასს. დადგა დრო, როცა დამატებითი ცვლილებები უნდა განახორციელოს პარტიამ, სისრულეში მოიყვანოს და ეს წესად უნდა იქცეს“ - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს შორის თანამშრომლობა უნდა იყო არჩევნებიდან არჩევნებამდე პროცესში და ისინი უნდა გახდნენ მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტილების პროცესის თანამონაწილე.

ჩვენ უნდა გვქონდეს თანამშრომლობა არჩევნებიდან არჩევბამდე პროცესში. ერთის მხრივ გულშემატკივრებს, პარტიის წევრებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ პლატფორმა რომელიც დაიხვეწება, და მთელი რიგი საკითხები, გამოვიგტანთ სამსჯავროზე, სადაც პარტის წევრებს მოუწევთ მასზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ ისინი გახდებიან პროცესის თანამონაწილე. ეს არის ერთადერთი უებარი გამოსავალი პარტიის გაძლიერების გზაზე, სხვა ალტერნატრივა ამ ყველაფერს არ აქვს“ - განაცხადა მელიამ.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის იდეა მესამე პრეზიდენტს ეკუთვნის.

„ეს კენჭისყრა, რომელიც მიმდინარეობს, იყო მიხელ სააკაშვილის იდეა და ინიციატივა და გაამართლა იმაზე მეგტად, ვიდრე ველოდებოდით. ჩვენ უნდა გავაღოთ კარი და ბევრი ახალგაზრდა უნდა შემოვიდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ უამრავ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ისინი არიან ნაწილი ნაციონალური მოძრაობისა, ამ უნიკალური მოძფრაობისა“ - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობა, არ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც თან ახლავს მაღალტექნოლოგიურ ერას, ამიტომ მელიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მას ამ მხრივაც მეტი პასუხისმგებლობა ექნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებმა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინეს. არჩევნის პროცესი ფეისბუქით მოხდება. კენჭისყრა 21 დეკემბრს დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.

ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42