ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე გუნდის წევრებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და კრიტიკული შეკითხვები დასვეს.
მისი თქმით, თანაგუნდელების კითხვების პასუხისთვის მათ გაცილებით უფრო მეტი მომზადება დასჭირდათ.
"საკმაოდ მნიშვნელოვანი და კრიტიკული შეკითხვები დაისვა, გაცილებით უფრო მეტი საქმის ცოდნით. გაცილებით უფრო მეტი მომზადება დაგვჭირდა. ყველამ ყველა პრობლემა, დეტალი იცის. როდესაც კითხვას გისვამს, მაგალითად, სოზარ სუბარი რომელიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როდესაც დავით სონღულაშვილი ენერგეტიკაზე გეკითხება, რთულია, რომ არ იყო კარგად მომზადებული. ეს პირიქით, სულ სხვა ტონუსში გვამყოფებს, იმიტომ რომ იძულებულები ვართ უფრო მეტად მოვემზადოთ და დეტალური პასუხები გავცეთ. არ არის პოპულიზმი, სპეკულაციები, ტყუილები, არის საგნობრივი დისკუსია", -ამბობს მონისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






