ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცახდებით, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ და სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე გადადგა. ასე ეხმაურება ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიჟარაძე Isfed-ის ხელმძღვანელი აღარაა.
"ჩემი საქმე არ არის ეს, უნდა წასულიყო თუ არა და არც არასდროს არ ჩავერევი კითხვაზე პასუხის დონეზეც კი, მაგრამ რა რეალობა მივიღეთ ამ ქვეყანაში? ქართულ ოცნებასა და ცესკოს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე პარალელური დათვლის შედეგები გაყალბებულა და არა არჩევნები. ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს თავმჯდომარის და როგორც თქვენ ახლა მიყვებით, ელენე ნიჟარაძე გადადგა. ნამდვილად სასაცილო სიტუაცია იქნებოდა ეს, რომ არ შეეხებოდეს ქვეყანაში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძელს — არჩევნებს, მის დემოკრატიულ ჩატარებას და პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას", — განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






