ბუნებრივია ეთაკილა ის, რომ არავინ კითხვები არ დაუსვა იმ სისულელეებზე, რომელთაც ბოდავდა მთელი დღის განმავლობაში - კაპანაძე გახარიას განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:11, 24 Dec, 2020     945

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი დროს, თუკი ოპოზიცია არ ეხმარება მათ, ხელს მაინც ნუ შეუშლიან.

კაპანაძის თქმით, გაუგებარია გახარიას კრიტიკა, რადგან მას აქვს ერთპარტიული პარლამენტი და ერთ ადამიანს აბარებს ანგარიშს, ამრიგად, მას არ უნდა უკვირდეს, რომ გაყალბებულ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ არალეგიტიმურ პარლამენტში ოპოზიცია არ არის.

კაპანაძის თქმით, გახარიას ეთაკილა, რომ მას არავინ დაუსვა კრიტიკული კითხვა იმ პროგრამებზე, რომელიც დღეს მან წარმოადგინა. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე

„გაუგებარია ბატონ გახარიას რა უნდა, აგერ აქვს ერთპარტიული პარლამენტი, ერთი კაცი ჰყავს ვისაც ექვემდებარება და ემორჩილება და ანგარიშს აბარებს და აკეთოს რაც უნდა. არჩევნები გააყალბეს სწორედ ამიტომ, რომ ემართათ და ეხლა არ იციან რა უნდა გააკეთონ, არ იციან რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, იგივე ძველ მცდარ გეგმას მიყვებიან, დღეს გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში და ისაუბრა რაღაც ბიზნესთან ურთიერთობების გადალაგებაზე და ახალ გზებზე, რათქმაუნდა, იქ ოპოზიცია არ არის, იმიტომ, რომ გაყალბებულ პარლამენტში არავინ არ შევიდა და ბუნებრივია ეთაკილა ის, რომ არავინ კითხვები არ დაუსვა იმ სისულელეებზე, რომელთაც ბოდავდა მთელი დღის განმავლობაში თვითონაც, მისი მინისტრები და ქართული ოცნების წარმომადგენლები.

ამიტომ, არაფერი და არავინ მას ხელს არ უშლის და რაც უნდა ის გააკეთოს, ოღონდ ყველამ კარგად იცის და გაიგო, რომ მისი ეს სიტყვები საერთოდ ფასდაკარგულია, მან პირადად და მისმა გუნდმა შეიყვანა ეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში, პირადად ის არის პასუხისმგებელი თავის გუნდთან ერთად იმ ჯანდაცვის კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, იმ მოუმზადებლობაზე და იმაზე, რომ ამდენი თვის განმავლობაში ელემენტარული საშინაო დავალება არ შეასრულეს და თვითონ პირადად და მისი პოლიტიკური გუნდი არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შეიქმნა.

ამრიგად, სრულიად გაუგებარია, რა პრეტენზიებს უყენებს ოპოზიციას. ოპოზიციას, რომელიც თანმიმდევრულად, ამ წლების განმავლობაში, აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, ჩავარდნილ ეკონომიკურ პოლიტიკას, ოპოზიცია, რომელმაც უამრავი წინადადება დააყენა, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებზეც დღეს საუბრობდა, ვითომ რაღაც ახალი აღმოაჩინა და არასოდეს, არცერთხელ არ გაუთვალისწინებია ჩვენი მოთხოვნები.

ეხლა, მარტო არის ის პარლამენტში, გადასვეს დეპუტატები ისე, რომ გამოჩნდეს თითქოს ცარიელი არ არის პარლამენტი, რაც უნდა ის გააკეთონ, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42