ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესს ეხმაურება.
დამენიას თქმით, პარლამენტში შესულ მთავრობის კაბინეტს არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ის არჩეული იქნება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა.
დამენიამ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება, მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული მძიმე გამოწვევებისა, არ ცვლის მთავრობის კაბინეტს და არ აქვს მწყობრი გეგმა კრიზისთან საბრძოლველად.
„დღეს ერთპარტიულ პარლამენტში შემოვა მთავრობა დასამტკიცებლად, რომელსაც რათქმაუნდა ლეგიტიმაცია არ ექნება, რადგან ის იქნება არჩეული არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ნდობა.
ქართულ ოცნებას მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ფაქტიურად არც არაფერი იცვლება, რადგან არანაირ განახლებულ მთავრობაზე არ არის საუბარი, მათ არ გააჩნიათ არანაირი პროგრამა ან მწყობრი გეგმა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე, მაშინ როდესაც არ არსებობს გეგმა, არ არსებობს განხორციელების საშუალებებიც.“ - განაცხადა დამენიამ.
მასალის გამოყენების პირობები






