გავრცელებული ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილი უვნებელია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ჯერ-ჯერობთ უცნობია რას უკავშირდება მისი გაუჩნარება.
ის ახლა გარდაბნის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, ამის შემდეგ ცნობილი გახდება მისი გაუჩინარების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და სახლში არ მისულა, არც მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.
ჯარისკაცის პოვნასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვნეს.
სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






