"ვინც ფიქრობს, რომ რევოლუციის მოწყობა შეუძლია ანბანიც კი არ იცის... რევოლუციის მოწყობა ოპოციას არ შეუძლია" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 23:32, 23 Dec, 2020     1416

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი , გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციის დაგეგმვა შეუძლია, ძალიან შემცდარა . მისი შეფასებით, ვინც რევოლუციაზე ფიქრობს ანბანიც კი არ იცის, როდის ხდება და რა პირობებში შეიძლება მოხდეს რევოლუცია.

ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ შეუძლია რევოლუციის მოწყობა და რევოლუციის წყარო ყოველთვის არის ქვეყნის ხელისუფლება.

„მე საერთოდ აბსურდი მგონია, რომ ვინმე რევოლუციას გეგმავდეს. ეს ვერ მოხდება. რევოლუცია ასე არ ხდება ქვეყანაში, რომ ვიღაცამ დაგეგმა რევოლუცია და მერე ამის რეალიზება მოახდინა ნაბიჯ-ნაბიჯ. ქვეყნებში რევოლუციები ხდება სპონტანურად და მერე შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ამიტომ, ცრუ დილემებს ნუ დავიყენებთ ჩვენ, რომ ვიღაც რევოლუციას გეგმავს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციის დაგეგმვა შეუძლია, ძალიან შემცდარა. მე ვფიქრობ, რომ ანბანიც კი არ იცის, როდის ხდება და რა პირობებში შეიძლება მოხდეს რევოლუცია. არც არავინ მომიყვეს, რომ 2003 წლის რევოლუცია ვინმეს დაგეგმილი იყო და იმიტომ განხორციელდა. ამ ცრუ დილემებს და ცრუ წარმოდგენებს ნუ შეიქმნის ნურავინ. ეს არის აბსურდი და ფარსი. ეს არის ცრუ საქმე. სისულელეა ამაზე ტვინის დაღლა და კონცენტრაცია. ტვინი უნდა იყოს გადართული საქმის კეთებაზე, სტრატეგიული ნაბიჯების სწორ გადადგმაზე, სამოქმედო გეგმის რეალიზებაზე. როგორც წესი, რევოლუციის მთავარი მომწყობი არის ხელისუფლება და არა ოპოზიცია. ოპოზიცია ვერ ახდენს რევოლუციას. თუ გინდათ დიდი საბჭოთა რევოლუციიდან დავიწყოთ ანალიზი, როგორ მოხდა რანაირად მოხდა. იქ ყირგიზეთზე საუბარი, რომ აუ იქ ასე მოხდა... არასწორია ეს. ასე არ ხდება. არც ის თქვას, ვინმემ, რომ უკრაინაში „მაიდანზე“ რომ მოხდა რევოლუცია, ეს დაგეგმილი იყო და ასე მოხდა. არ ხდება ესე. რევოლუციები ასე არ ხდება და ამ ცრუ დილემას ნურც საზოგადოებას ნუ დავუსახავთ და ნურც ხელისუფლებას ნუ მივცემთ ამ ცრუ დილემით მანიპულაციის შესაძლებლობებს“, - განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42