"დეკემბერში სექტემბრის ხელფასს ვიხვეწებით, არ გვაქვს გათბობა, ცივი წყლით ვიცავთ ჰიგიენას..." - ლენტეხის საავადმყოფო იკეტება
პოლიტიკა - 23:13, 23 Dec, 2020     1362

ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემისა და ტიკარაძის უწყების გულგრილობის კიდევ ერთი მაგალითი - ლენტეხის საავადმყოფოში გაუსაძლისი ვითარებაა: ექიმებს არ აქვთ ელემენტარული პირობები, საავადმყოფოში არ არის გათბობა, გარდა ამისა პრობლემაა ხელფასიც, რომელსაც ექიმები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება - საავადმყოფოს თანამშრომელი, ანჟელა ქურასბედიანი ფეისბუქ გვერდ "ლენტეხის პრობლემებში" წერს:

"ჩემო ძვირფასო ლენტეხლებო ლენტეხის საავადმყოფოში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები მინდა რომ საქმის ყურში ჩაგაყენოთ მთელი ლენტეხის მუნიციპალიტეტი,რადგან ლენტეხის ერთადერთი კლინიკის პრობლემა ხალხის პრობლემადაც მიმაჩნია. ჩვენ ლენტეხის კლინიკის თანამშრომლები მართლა თავდაუზოგავად ვმუშაობთ თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად, იმ აუტანელ პირობებში რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, არ გვაქვს ელემენტარული პირობები : არ გვაქვს ელემენტარული გათბობა ექთანს და ექიმს უწევს ცივ გაყინულ წყალში ხელის ჰიგიენის დაცვა,სანიტარი ალაგებს და რეცხავს მართლა უპირობაში ეს თან იმის ფონზე როცა დეკემბერში სექტემბრის ხელფას ვიხვეწებით, თვეებია ვითხოვთ ჩვენ კუთვნილ ხელფასებს რომლის რიცხვებში წერა 21საუკუნეში სირცხვილია ამ მიზერულ ხელფას ველოდებით თვეები მოლოდინის რეჟიმში. ამ და კიდე ძალიან ბევრი პრობლემის გამო გვიწევს ლენტეხის კლინიკის დაკეტვა. ხვალ დილით 10 საათზე ჩვენ გამოვალთ აქციაზე რომელსაც გავმართავთ ჩვენი უფლებების დასაცავად ამიტომ მინდა მოგაწვდინოთ ხმა რათა ლენტეხის კლინიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და კლინიკის თანამშრომლების პრობლემებიც მოვაგვაროთ ერთად!!! დიდი იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის" ნათქვამია ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში" - ვკითულობთ განცხადებაში.

ხვალ, 24 დეკემბერს, კლინიკის თანამშრომლები ქუჩაში გამოდიან და აქციის გამართვას გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42