მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ბრძოლისათვის ინსტიტუტების გამოიყენონ, რადგან ახლა ვხედავთ შანსს, რომ 30 წლიანი საარჩევნო პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს - დეგნანი
პოლიტიკა - 22:46, 23 Dec, 2020     1063

საქართველოში ამერიკის ელჩი , კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ ახლა ხედავს შანსს, იმ სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც ბოლო 30 წელია ქართულ არჩევნებს თან სდევს.

ელჩის თქმით, ქართველების სურვილია, საარჩევნო რეფორმის განხორციელება და სისტემის სრულფასოვნად გამართვა და სწორედ ამიტომ უჭერდა აშშ მხარს საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, გაზაფხულზეც და ახლაც.

"აშკარაა რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილები ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებდნენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში.

ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის, შარშან ზაფხულშიც, აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს", - ამბობს დეგნანი.

ელჩის შეფასებით, ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული საარჩევნო რეფორმა სრულფასოვნად არ ასახავს ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციებს და ამას ამერიკის საელჩო მუდამ საჯაროდ უსვამდა ხაზს.

"ხმამაღლა გამოვთქვით ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექსპერტებმა შესთავაზეს. ჩვენ ახლა ვხედავთ შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც გამოყვეს ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომლებიც მათ შექმნეს და ააშენეს", - ამბობს დეგნანი.

დეგნანი ამბობს, რომ ახლა ხედავს შანსს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრას, ამისათვის კი, მისი თქმით, საჭიროა პარლამენტის შიგნიდან ბრძოლა და სწორედ, ამიტომ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს ბრძოლისათვის ინსტიტუტების გამოყენებისკენ, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ 20 წლის განმავლობაში აშენა.

"ამიტომ მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, ან როგორი სუსტებიც არ უნდა იყოს ოპოზიციის თვალში, ესაა დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ გვინდა ის გამოიყენოთ, რათა სისტემა უკეთესი გახდეს", - განაცხადა ამერიკის ელჩმა "ფორმულასთან".

ცნობისთვის, 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო რეფორმა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო. ახალი შერეული სისტემით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის პრინციპით ტარდება. სწორედ ამ სისტემით ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42