"საქართველო ნამდვილდ არის ნატოს რადარების ეკრანზე" - კელი დეგნანი
პოლიტიკა - 22:31, 23 Dec, 2020     882

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი , აშშ-საქართველოს ურთიერთობას აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს არ განუცდია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სტაგნაცია და ეს ურთიერთობა ყოველ წელს უფრო ძლიერი ხდება.

ელჩის შეფასებით, "საქართველო ნამდვილდ არის ნატოს რადარების ეკრანზე".

დეგნანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მისივე თქმით, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან.

"ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთოერთობები სტაგნაციას განიცდის. პირიქით, ჩვენი ურთოერთობები არის ძლიერი, რომელიც ყოველ წელს უფრო ძლიერდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო, ისიც, რომ ორი კვირის შემდეგ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იყო და მხარს უჭერდა საქართველოს წევრობას და ალიანსის შიგნით საქართველოს მხარდაჭერის გაზრდას.

ჩემთვის სასიამოვნი იყო ისიც, რომ ნატოს ექსპერტების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო, საითკენ უნდა წავიდეს ალიანსი. იყო რეკომენდაცია საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოების შესახებ. ასე რომ საქართველო ნამდვილად არის ნატოს რადარების ეკრანზე და ამას ვხედავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, ჩვენ გვაქვს საქართველოს იმედი ავღანეთში, ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს გაძლიერებულ თავსებადობას, მზაობას, რაც ასე ღირებულია ალიანსისთვის.

საქართველომ ნამდვილად ჩადო ინვესტიცია დროის, რესურსებისა და პესონალის სახით, რათა ყოფილიყო იქ ნატოსთან ერთად. თქვენ მართალი ხართ, ჩემი აზრით, რუსეთის მზარდი აგრესია შავი ზღვის რეგიონში საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მქონდა საშუალება მომენახულებინა ფოთში სანაპირო დაცვის შტაბი. ძალიან შთამბეჭდავი იყო. არამხოლოდ იმის გამო რისი გაკეთებაც შეუძლიათ, არამედ უფრო მეტად იმ მზაობისთვის, თუ რისი გაკეთება სურთ. ალიანსის შიგნით საზღვაო კომუნიკაციების გაუმჯობესების კუთხით, საზღვაო წვრთნების რაოდენობის გაზრდით. ეს ყველაფერი ეხმარება ნატოს, ეხმარება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ეხმარება საქართველოს დაიცვას საკუთარი საზღვაო საზღვრები", - განაცხადა ელჩმა დეგნანმა "ფორმულასთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42