ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების მიმართ საგანგაშო და შემაშფოთებელია. ამიტომ, ოპოზიციურ პარტიებს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობასა და თანასწორობის პოლიტიკაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: დაიცვას რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად; გააუქმოს ამ მანკიერი პრაქტიკის განმახორციელებელი უწყება - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო", — აცხადებს ორგანიზაცია.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, სახელმწიფომ სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის რელიგიური დღესასწაულების აღნიშნვნის შესაძლებლობა არ გაითვალისწინა, მათ შორის, 25 დეკემბერი, როდესაც ქრისტიანული სამყაროს უმრავლესობა შობას აღნიშნავს.
"სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის შესაძლებლობა, მათ შორის, 25 დეკემბერი, როდესაც ქრისტიანული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს ქრისტეს შობას. ცქიტიშვილის თქმით, თუკი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებს უნდათ შობის დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა, მათ უნდა "მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის". ეს მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები. კანონმდებლობით კი პირის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. ამგვარი გადაწყვეტილება აიძულებს ადამიანებს, გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება", — აცხადებს ორგანიზაცია.
ცნობისთვის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრის, კათოლიკური შობის ღამეს კათოლიკე მორწმუნეებს შეუძლიათ 144-ზე დარეკვით მიიღონ საშვი და შობის წირვას დაესწრო
მასალის გამოყენების პირობები






