ზურაბიშვილი ქვეყანას ახალ საერთაშორისო სკანდალში ხვევს - "საქართველოს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რა არის სუვერენული ინტერესები"
პოლიტიკა - 21:14, 23 Dec, 2020     3100
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორიგ დიპლომატიურ სკანდალში ხვევს - ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კავკასიაში რუსეთის ირანის ინტერესების გაძლიერებას ეხება და რეალურად რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას უწყობს ხელს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ელჩების კონფერენციაში ჩართვისას პირდაპირ განაცხადა, რომ "კავკასიური პლატფორმის" მიმართ საქართველოს პოზიცია პასიური და მეორე ხარისხოვანი ვერ იქნება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი "პოზიტიურ ნაბიჯებს" გადადგამს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონული პლატფორმა - რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს - ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.

'კავკასიური პლატფორმის' იდეას კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა, რასაც კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან,იან კელისგან , შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან - ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი წერს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რა არის სუვერენული ინტერესები.

იან კელიმ საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გააზიარა და დაწერა, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მიესალმება საქართველო იმ ქვეყნის ინიციატივას, რომელმაც ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა.

"ამ "მშვიდობის დაბრუნებას" რუსეთის ჯარები ახორციელებენ. რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის რეალიზაცია, როცა ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში, - წერს იან კელი.

ოპოზიციის შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩაშლას უწყობს ხელს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა, სადაც არ არიან ჩართული აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები, წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და "ოცნებას" მოუწოდებენ, გაიაზრონ ამ ნაბიჯისგან მოსალოდნელი ზიანი.

პრეზიდენტს ანალიტიკოსები რეგიონულ კონტექსტს კიდევ ერთხელ უხსნიან, დუმილის შენარჩუნებას ურჩევენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42