პარტიების დაფინანსება საჭიროა, რადგან ის არ მოექცეს ოლიგარქის, ბიზნესის და "კლანების" გავლენის ქვეშ - გოცირიძე
პოლიტიკა - 20:25, 23 Dec, 2020     921

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე , პარტიებისთვის დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უზუპირების ზენიტი ეგონათ, როცა ივანიშვილმა დაიყრო სასამარტლო, თუმცა კიდევ დარჩენია დასაპრყობი - პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა.

"უზურპირების ზენიტი გვეგონა, რომ დაიპყრო სასამართლო სისტემა ივანიშვილმა და აღმოჩნდა, რომ კიდევ ყოფილა რაღაც დასაპყრობი და ეს დასაპყრობი არის ის, რომ პარტიებს ფული არ მისცენ", - აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, დღეს, პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი იმ კანონპროექტის განხილვა იყო, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს.

"2017 წელს საქართველოში კურიოზული შემთხვევა მოხდა. არც ერთმა იურიდიულმა პირმა ფული არ გადაურიცხა ოპოზიციურ პარტიებს. ოპოზიციას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდებდნენ ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენები 60 000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ყველას ეშინოდა იურიდიული პირის მიერ გადარიცხვა, ვინაიდან, ხვალ მივიდოდნენ და გაუნადგურებდნენ ამ ფირმას. ოპოზიციის დაფინანსება ავტორიტარულ რეჟიმებში და საქართველოს მსგავს სახელმწიფოში აღიქმება ისე, რომ ვინც აფინანსებს ოპოზიციას, ის არის მტერი. სამწუხაროდ, მაშინაც იყო ასეთი აღქმა და ეს ცოდვა გვაქვს კისერზე, მაგრამ ამ რვა წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მაგალითად „კოკა-კოლამ“ ღიად რომ გადაურიცხოს ფული და თქვას, რომ მე მათ ვუჭერ მხარს და კანონის მიხედვით ვიქცევიო, მეორე დღეს შეიძლება მივიდეს საგადასახადო სამსახური და გაანადგუროს. პარტიების დაფინანსება არის საჭირო იმიტომ, რომ ის არ მოექცეს ოლიგარქის ქვეშ, ბიზნესის გავლენის ქვეშ, კლანების გავლენს ქვეშ. როდესაც შენ არანაირი დაფინანსება არ გაქვს ხალხისგან ეს ნიშნავს, რომ პარტიული ცხოვრებისთვის ვიღაცის ლობისტი უნდა გახდე. ნუ შევადარებთ ამას იმ ხელისუფლებას, საერთოდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს რაც კი რამე ფული არსებობდა, ივანიშვილი იმდენს ერთ დღეში ხარჯავს ზვიგენების შენახვაში. ამიტომ, ოლიგაქრის ხელისუფლების დროს, ფულიანის ხელისუფლების დროს, არსებული პრობლემა ძალიან განსხვავდება თუნდაც იგივე პრობლემისაგან, რომელიც ჰქონდა სხვა ხელისუფლებას“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42