მოქალაქეებს მრიცხველს დაგვიანებით უმოწმებენ, რათა შეღავათი არ ერგოთ - ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 19:54, 23 Dec, 2020     3735

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში "სქრინს" ასაჯაროვებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილს დენისა და ბუნებრივი აირის გადასახადი რამდენიმე დღით გვიან მისდით, რათა მთავრობის მიერ დადგენილ სუბსიდირების ფარგლებში ჩატევა ვერ მოახერხონ.

ხოშტარია წერს, რომ მოქალაქეებმა ამ პრობლემის შესახებ ჯიქიას N8-ში კარდაკარის დროს შეატყობინეს. მისი თქმით, მოქალაქეები ამბობენ, რომ მრიცხველის შესამოწმებლად რამდენიმე დღით გვიან იმისთვის მოდიან, რომ მოქალაქეები 200 კუბურ მეტრიან ზღვარში ვერ ჩაეტიონ და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვა არა სახელმწიფოს, არამედ თავად მოუწიოთ.

"შემმოწმებელი მოდის რამდენიმე დღით გვიან და არა ზუსტად ერთ თვეში და ოდნავ მეტიც რომ ეწერება, ცხადია, შეღავათი აღარ ეკუთვნით", - წერს ხოშტარია "ფეისბუქზე".

სურათზე ჩანს, რომ მოქალაქეს გაზის გადასახადი ორი დღის დაგვიანებით აქვს მოსული, რის გამოც მისი მრიცხველი 200 კუბურ მეტრიან ზღვარს 8 კუბური მეტრით არის გადამცდარი. ამის გამო მოქალაქეს, თავად მოუწევს ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვა , - ამბობს ელენე ხოშტარია.

"მეორე ოჯახს 40 თეთრით გადაუცდა დენზე ისიც დაგვიანებული შემოწმების გამო და ასევე ამოვარდა", - წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42