პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მორიგ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ცდილობს განმარტოს ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება.
მათი თქმით, უსაფუძვლო აჟიოტაჟია ის , რაც პრეზიდენტის გამოსვლას "ელჩების კონფერენცია 2020" -ზე მოჰყვა.
"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ეხმაურება მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას “ელჩების კონფერენცია 2020”- ზე.
ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი" , - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი "პოზიტიურ ნაბიჯებს" გადადგამს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონული პლატფორმა - რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს - ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.
'კავკასიური პლატფორმის' იდეას კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა, რასაც კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან,იან კელისგან , შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან - ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






