ზურაბიშვილი აგრძელებს არასწორი განცხადებების გაკეთებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ინტერესებს - ანალიტიკოსები პრეზიდენტის განცხადებაზე
პოლიტიკა - 19:29, 23 Dec, 2020     1175

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებით "კავკასიური პლატფორმის" შექმნის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს და დღის წესრიგს ეხმაურება, - ასე აფასებენ ანალიტიკოსები პრეზიდენტის განცხადებას.

მათი თქმით, მათთვის გაუბარია რატომ უნდა უნდოდეს პრეზიდენტს , რომ ქვეყანა შეურთდეს გეგმას, რომელიც რუს ოკუპანტებს ამკვიდრებს საქართველოს საზღვრებს შიგნით.

"ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტს განასახიერებს და აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რატომ უნდა უნდოდეს, რომ ქვეყანა შეუერთდეს გეგმას, რომელიც რუს ოკუპანტებს ამკვიდრებს ყველა საზღვარზე და საქართველოს საზღვრებს შიგნით. როგორც ჩანს, ის ან თვალს ხუჭავს, ან იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. ეს ნაბიჯი ზურგს უმაგრებს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს რეგიონში", - ამბობს აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯენსი.

ანალიტიკოსების შეფასებით, პლატფორმის იდეა ხაფანგია, რისი საშუალებითაც, ირანს, რუსეთს და თურქეთს ხელ-ფეხი ეხსნებათ, ჩაერიონ რეგიონის საკითხებში ისე, რომ ევროკავშირიც და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც პროცესებს მიღმა დარჩნენ.

"სახიფათოა, საქართველომ მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ პლატფორმაში, სადაც არ იქნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი. ამასთან, არის სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას ასეთი წამოწყების კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუნდაც ის, რომ სომხეთს არ აქვს დიპლომატიური ურთერთობა არც აზერბაიჯანთან და არც თურქეთთან და უახლოეს ხანში, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ჰქონდეთ კიდეც და წესით, რუსეთსაც არ უნდა აწყობდეს კავკასიაში ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ჩამზიარებელი ეყოლებათ სიტუაციაში ირანი და თურქეთი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რაც შეეხება, ამოვარდნილია რეალობიდან", - ამბობს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი.

ანალიტიკოსების აზრით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ინტერესებს.

"ქალბატონი სალომე, სამწუხაროდ, აგრძელებს ამ ძალიან სევდიან ტრადიციებს, არასწორი განცხადებების გაკეთების. მისი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს საქართველოს ინტერესებს. მავნეა საქართველოს ინტერესებისთვის ის განცხადება, რომელსაც ის აკეთებს და რაც ძალიან ცუდია, ეს ყველაფერი გაკვირვებას და გაოცებას იწვევს ჩვენს სანდო პარტნიორებში, როგორიცაა აშშ", - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე "ოცნება" დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი "პოზიტიურ ნაბიჯებს" გადადგამს.

ერდოღანმა თქვა, რომ რეგიონული პლატფორმა - რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს - ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.

'კავკასიური პლატფორმის' იდეას კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა, რასაც კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან,იან კელისგან , შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან - ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42